Accessibility links

logo-print

ერაყის ძალებმა დაიწყეს თიქრითზე იერიში


26 მარტს ერაყის საგანგებო ძალებმა წამოიწყეს, როგორც ბაღდადი იმედოვნებს, საბოლოო იერიში თიქრითის ცენტრალური ნაწილიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული დაჯგუფების ძალების განსადევნად და ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად. ერაყის ძალებმა წაიწიეს თიქრითის ცენტრისკენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაციამ დაბომბა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები თიქრითში. ერაყის საგანგებო ძალების იერიში მიმდინარეობს ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი მებრძოლების გარეშე, რადგან მათ 26 მარტს უარი თქვეს თიქრითის ოპერაციაში მონაწილეობაზე, ვინაიდან მასში, როგორც თავად აცხადებენ, „მავნებლურად“ მონაწილეობს აშშ-ის საჰაერო ძალები. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, რომლის მოთხოვნითაც განახორციელა კოალიციამ ავიაიერიშები, თიქრითში ჩავიდა იმისთვის, რომ პირადად ადევნოს თვალყური ქალაქზე კონტროლის დაბრუნების ოპერაციის მიმდინარეობას. „ისლამურმა სახელმწიფომ“ თიქრითი გასულ ზაფხულში აიღო, ერაყის ჩრდილოეთსა და დასავლეთში განხორციელებული სწრაფი იერიშის შედეგად.

XS
SM
MD
LG