Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება გეგმავს კაპიტალის ამნისტიას


რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი კაპიტალის ამნისტიის შესახებ. თუკი კანონპროექტს დაამტკიცებენ, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ 2015 წლის 31 დეკემბრამდე ნებაყოფლობით დაადეკლარირონ ქონება და ანგარიშები უცხოეთში. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ადრე განაცხადა, რომ ასეთი დეკლარაციის წარდგენა მნიშვნელოვნად უნდა გამარტივდეს. აქტივების მფლობელებს არ მოეთხოვებათ კაპიტალის რუსეთში დაბრუნება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მათ უნდა განაცხადონ კაპიტალის ფლობის შესახებ და გადაიხადონ გადასახადები. რუსეთის მთავრობამ მოიწონა კაპიტალის ამნისტიის ლიბერალური ვარიანტი: ის მოიცავს აქტივებს, რომლებიც 2014 წლამდეა შეძენილი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასული წლის 4 დეკემბერს ფედერაციის საბჭოს შეთავაზა კაპიტალის ამნისტია. ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა ბოლო დღეებში განაცხადა, რომ კაპიტალის ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა ორი თვის განმავლობაში დაამტკიცონ.

XS
SM
MD
LG