Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა საქართველოს ქვედანაყოფმა


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ დაასრულა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეულმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეულის გაცილების ცერემონია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა "უკატექსზე" გაიმართა. ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე.ცერემონიაზე გამოსვლისას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის მეთაურმა, გენერალმა ჟან მარკ ბაკუემ განაცხადა, რომ უმაღლეს შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და პირად დისციპლინას. ფრანგმა გენერალმა ასეულის პირად შემადგენლობას სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური მედლებით დააჯილდოვა ოფიცრები გიორგი სახოკია, პაატა ფაცაცია და ლაშა ჭანჭალეიშვილი.

XS
SM
MD
LG