Accessibility links

logo-print

დონეცკში სეპარატისტთა პარლამენტის წევრი მოკლეს


უკრაინელი სეპარატისტების ცნობით, ქალაქ დონეცკში მოკლეს მათი საკანონმდებლო უწყების წევრი და მისი მრჩეველი. სეპარატისტთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის, ანდრეი პურგინის ცნობით,რომან ვოზკინი და მისი მრჩეველი 26მარტს მოკლეს. ვოზნიკი მეამბოხეთა ბატალიონ მირაჟის მეთაური იყო. სეპარატისტთა სხვა ლიდერის, ალექსანდრ კოფმანის თქმით, მათ მანქანაში ესროლეს.პურგინის თქმით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს და მთავრობის ძალებს შორის დაპირისპირების დაწყებიდან 6 ათასი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG