Accessibility links

ტაჯიკი იმამები ისლამისტური პარტიის გაუქმების მოწოდებით გამოდიან


ტაჯიკეთის იმამები მოწოდებით გამოდიან, მხარი დაუჭიროს ხალხმა ისლამური აღორძინების პარტიად წოდებული გაერთიანების დაშლას რეფერენდუმის გზით. ეს ერთადერთი ისლამისტური პარტიაა, რომელიც არსებობს ყოფილ საბჭოთა შუა აზიურ რესპუბლიკაში. იმამების მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ პარტიის დაშლა თავიდან ააცილებდა ტაჯიკეთს იმავე ბედს, რომელიც ეწია სხვა ქვეყნებს, სადაც ისლამურმა ექსტრემიზმმა ხელს უშლის მშვიდობას და წესრიგს. ვარაუდობენ, რომ ამ წერილის უკან უნდა იდგეს სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი ისლამური ცენტრი, რომელიც ხშირად უგზავნის ხოლმე იმამებს სარეკომენდაციო წერილებს. ამით ძლიერდება მთავრობის და წამყვანი ისლამური უწყებების ზეწოლა ისლამური აღორძინების პარტიაზე, რომელიც განდევნეს პარლამენტიდან 1 მარტის, სავარაუდოდ, დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად.

XS
SM
MD
LG