Accessibility links

logo-print

უკრაინის სასამართლომ არ დააპატიმრა კორუფციაში ბრალდებული ორი მაღალჩინოსანი


კიევის სასამართლომ უარი თქვა გაეცა დაპატიმრების სანქცია ორ ოფიციალურ პირზე, რომლებიც დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 27 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ საგანგებო ვითარებათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი ბოჩკოვსკი და მისი ყოფილი მოადგილე ვასილ სტოიევსკი არ იქნებიან წინასწარ პატიმრობაში მოთავსებული, რადგან მათ მიმართ წაყენებული ბრალდება არ შეიცავს დანაშაულის საკმარის დამამტკიცებელ საბუთს. ორივე პირი პოლიციამ დააკავა 25 მარტს მთავრობის სხდომის დროს. ისინი იმავე დღეს გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

XS
SM
MD
LG