Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში იმართება არაბული ლიგის სამიტი


ეგვიპტეში დაიწყო არაბული ლიგის სამიტი, რომლის მთავარ თემად სახელდება კრიზისი იემენში და შესაძლო ზომები იქ ქაოსისთვის ბოლოს მოსაღებად. სამიტზე ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი გამოვიდა მოწოდებით, შეიქნას ერთობლივი, არაბული სამხედრო ძალები რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად. იემენს ძალადობა ედება გასული წლიდან, როცა შიიტურმა ჰუტის გაერთიანებამ კონტროლი დაამყარა დედაქალაქ სანაზე და, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მმართველობას. ამ კვირაში არაბული ქვეყნების კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით წამოიწყო საჰაერო იერიშები იემენში ჰუტის ჯგუფების პოზიციებზე. ეგვიპტეში მიმდინარე სამიტს ესწრება იემენის პრეზიდენტიც, რომელიც 25 მარტს იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი ქვეყანა. არაბული ლიგის სამიტზე მოელიან გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნსაც.

XS
SM
MD
LG