Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორია-რუსეთის საფეხბურთო მატჩი ჩაიშალა რამდენიმე ინციდენტის შემდეგ


ჩერნოგორია-რუსეთის საფეხუბრთო მატჩი, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ტარდებოდა, ჩაიშალა ტრიბუნებიდან რუსი სპორტსმენებისათვის სხვადასხვა საგნის დაშენისა და გულშემატკივრებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს შორის დაპირისპირების შემდეგ. პოდგორიცაში ჩერნოგორიის და რუსეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი ჯერ პირველ ტაიმში შეჩერდა, როცა რუს მეკარე იგორ აკინფეევს მხარში მოხვდა ტრიბუნიდან ნასროლი აალებული ფაიერი. შემდეგ, შესვენების დროს მოხდა ჩერნოგორიელ და რუს გულშემატკივრებს შორის შეტაკება, რის გამოც პოლიციამ მიმართა ზომებს მხარეების დასაშორებლად. მეორე ტაიმში კი უკვე ფეხბურთელებს შორის დაიწყო დაპირისპირება მას შემდეგ, რაც, ცნობების თანახმად, რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წევრს მოხვდა ტრიბუნიდან ნასროლი საგანი. მსაჯმა 68-ე წუთზე შეწყვიტა მატჩი, რომლის მსვლელობაშიც გოლი არ გასულა. უეფა, მისივე განცხადებით, მოელის სათანადო მასალებს დისციპლინარული პროცესის დასაწყებად. ჩერნოგორიის ნაკრების მწვრთნელი, ბრანკო ბრნოვიჩი აცხადებს, რომ მისი ფეხბურთელები ძალიან წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან რუს სტუმრებს.

XS
SM
MD
LG