Accessibility links

logo-print

ობამა და მერკელი ირანს მოუწოდებენ „საჭირო გადაწყვეტილებების“ მიღებისაკენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ირანს მოუწოდებენ, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები მის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. ორმა ლიდერმა 27 მარტს ისაუბრა ტელეფონით მაშინ, როცა შვიცარიაში გრძელდება ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება. მარტის ბოლოსთვის არის განსაზღვრული ვადა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჩარჩო-შეთანხმების მისაღწევად. ლოზანაში უკვე ჩავიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი.

XS
SM
MD
LG