Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი აპირებს, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია იემენში შიიტების წინააღმდეგ


ეგვიპტეში გაიმართა არაბული ლიგის სამიტი, რომლის მთავარ თემად სახელდება კრიზისი იემენში და შესაძლო ზომები იქ ქაოსისთვის ბოლოს მოსაღებად. სამიტზე გამოსვლისას, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა პირობა დადო, რომ იემენში მეამბოხეების - შიიტური ჰუტის გაერთიანების - წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანია გაგრძელდება იემენელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე. არაბული ქვეყნების კოალიციამ ამ კვირაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით წამოიწყო საჰაერო იერიშები ჰუტის ჯგუფების პოზიციებზე. იემენში ძალადობა ვრცელდება გასული წლიდან, როცა ჰუტის გაერთიანებამ კონტროლი დაამყარა დედაქალაქ სანაზე და, ფაქტობრივად, ბოლო მოუღო პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მმართველობას. არაბული ლიგის ეგვიპტეში გამართულ სამიტს ესწრებოდა იემენის პრეზიდენტიც, რომელიც 25 მარტს იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი ქვეყანა. არაბული ლიგის სამიტზე ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ერთობლივი, არაბული სამხედრო ძალები რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა კი სამიტის მონაწილეებს მოუწოდა იემენში კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ. „დიდი იმედი მაქვს, რომ არაბული ლიგის ამ სამიტზე, არაბი ლიდერები განსაზღვრავენ მკაფიო კურსს იემენში კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად“, განაცხადა ბან კი მუნმა.

XS
SM
MD
LG