Accessibility links

logo-print

თბილისში მოკლეს ბიზნესმენი ბესო ხარძიანი


თბილისში მოკლეს ბიზნესმენი ბესო ხარძიანი. ის საავადმოყოფში გარდაიცვალა, სადაც მოათავსეს მას შემდეგ, რაც, თვითმხილველების ცნობით, საკუთარი სახლის სადარბაზოში დაჭრა დაუდგენელმა პირმა. ხარძიანის დამ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ საქმე ეხება დაკვეთილ მკვლელობას და დამკვეთი იყო ბესო ხარძიანის ყოფილი ბიზნესპარტნიორი. დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG