Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს სირიის ქალაქ იდლიბზე


სირიაში ისლამისტმა მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს ქალაქი იდლიბი, საიდანაც პირველად განდევნეს მთავრობის ჯარები მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტი დაიწყო. ამის შესახებ აცხადებენ მებრძოლები და ჯგუფი, რომელიც სირიის კონფლიქტზე ინფორმაციას აგროვებს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, იდლიბი დაიპყრეს სირიაში ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფმა, "ნუსრას ფრონტმა" და მისმა მოკავშირეებმა. იდლიბი არის უკვე მეორე პროვინციის ცენტრი, რომელიც მეამბოხეების ხელში გადავიდა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლი დაამყარა ქალა რაყაზე. იდლიბის დაპყრობა მიჩნეულია ძლიერ დარტყმად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. სირიაში კონფლიქტმა, რომელიც ოთხი წლის წინ დაიწყო, 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG