Accessibility links

logo-print

პილოტი, რომელმაც სავარაუდოდ ავიაკატასტროფა მოაწყო, ფსიქიატრთან მკურნალობდა


ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ სამგზავრო თვითმფრინავის მეორე პილოტს, ანდრეას ლუბიცს, რომელმაც 24 მარტს სავარაუდოდ განზრახ ჩამოაგდო თვითმფრინავი, მეგობარი ქალისთვის ნათქვამი აქვს, რომ ფსიქიატრთან მკურნალობდა. ამის შესახებ 28 მარტის ნომერში იუწყება გერმანიის გაზეთი „ბილდი“. როგორც ქალმა „ბილდთან“ ინტერვიუში გაიხსენა, ლუბიცმა მას უთხრა - ერთხელაც გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც მთელ სისტემას შეცვლის და ყველას ეცოდინება ჩემი სახელიო. გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, მათ იპოვეს დახეული ცნობები ლუბიცის ავადმყოფობის შესახებ, მათ შორის ცნობა, რომელიც ლუბიცს სამუშაოდან ათავისუფლებდა ავიაკატასტროფის დღეს. „ჯერმანუინგზი“ არის „ლუფტჰანზის“ შვილობილი კომპანია და აცხადებს, რომ ლუბიცისაგან იმ პერიოდში არ მიუღია ცნობა ავადმყოფობის შესახებ. ამასობაში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეას ლუბიცს მხედველობის პრობლემა ჰქონდა.

XS
SM
MD
LG