Accessibility links

logo-print

უზბეკეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები


უზბეკეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც წინასწარვე ნათელია, რომ გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი. უზბეკეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე შემდგარად გამოაცხადა არჩევნები. კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 10 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეების რიცხვმა გადააჭარბა ელექტორატის 35%-ს, რაც საკმარისია არჩევნების შემდგარად გამოსაცხადებლად. ქარიმოვი ორი ათწლეულია, მართავს უზბეკეთს და, პრაქტიკულად, მოუსპო არსებობის საშუალება ოპოზიციას. უფლებადამცველები ფარსად მიიჩნევენ დღევანდელ არჩევნებს, რომელშიც ქარიმოვს თითქოს ოთხი კონკურენტი უპირისპირდება. უზბეკეთის ელექტორატი 21 მილიონამდე ადამიანისაგან შედგება.

XS
SM
MD
LG