Accessibility links

logo-print

ტუნისში მოკლეს ექსტრემისტების ჯგუფის მეთაური


ტუნისში სამხედროებმა მოკლეს ექსტრემისტების ჯგუფ „ოკბა იბნ ნაფაას“ ცხრა წევრი, მათ შორის ჯგუფის მეთაური. ტუნისის პრემიერ-მინისტრმა ჰაბიბ ესიდმა 29 მარტს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ექსტრემისტების მეთაური, ალჟირელი ლოკმან აბუ სახრი 28 მარტს, საღამოს განხორციელებული ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. ოპერაციის ფონია ანტიტერორისტული ძალისხმევის გააქტიურება მას შემდეგ, რაც ტუნისის დედაქალაქში, ბარდოს მუზეუმზე თავდასხმისას ექსტრემისტებმა დახოცეს 21 უცხოელი ტურისტი. მთავრობა „ოკბა იბნ ნაფაას“ ადანაშაულებდა მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა ჯგუფმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. დღეს ტუნისში იმართება სოლიდარობის მარში, რომელშიც ათასობით ტუნისელთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი ოფიციალური პირები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი.

XS
SM
MD
LG