Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შესაძლებლად მიიჩნევს შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაგჩის შეფასებით, არსებობს „90%-ანი შანსი“, რომ თეირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის მოლაპარაკებისას მარტის ბოლომდე მიიღებენ პოლიტიკურ დეკლარაციას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ამასთან, არაგჩი ხედავს "50%-იან შანსს", რომ დღეს მიაღწევენ ძირითად შეთანხმებას. 28 მარტს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ შეერთებული შტატებისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შვეიცარიაში, სადაც იმართება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება. თუ მხარეები, გეგმისამებრ, მარტის ბოლომდე მიაღწევენ ჩარჩო-შეთანხმებას, ის გზას გაუხსნის საბოლოო შეთანხმების დადებას ივნისის ბოლომდე. ირანისაგან მოითხოვენ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG