Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პოლიციელს ფოტოგრაფის მკვლელობისათვის


ავღანეთში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პოლიციელს, რომელიც დამნაშავედ სცნეს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ფოტოგრაფის, ანია ნიდრინგჰაუსის მკვლელობასა და კორესპონდენტ კეტი გენონის დაჭრაში. უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წინა ინსტანციის სასამართლოს რეკომენდაცია ყოფილი პოლიციელის, ნაყიბულასთვის სიკვდილის მისჯის შესახებ. 20 წლით თავისუფლების აღკვეთა არის პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი ვადა ავღანეთში. ნაყიბულამ 2014 წლის აპრილში ცეცხლი გაუხსნა ორ ჟურნალისტს, რომელიც ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ხოსტში. ნიდრინგჰაუზი ადგილზე გარდაიცვალა. გენონი, რომელსაც ექვსი ტყვია მოხვდა, სამშობლოში, კანადაში მკურნალობს.

XS
SM
MD
LG