Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინგაპურში დაკრძალეს ქვეყნის პირველი ლიდერი, ლი კუან იუ


სინგაპურში დაკრძალეს ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, ლი კუან იუ, რომელიც 23 მარტს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ქუჩები სავსე იყო სანგაპურის დამფუძნებელთან გამოთხოვების მსურველებით: ათიათასობით ადამიანი იდგა ქუჩებში, რომელთა გავლითაც დასაკრძალად მიასვენებდნენ ლი კუან იუს. სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებს შორის იყვნენ უცხოელი ლიდერებიც, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ლი კუან იუოს აკრიტიკებენ ავტოკრატული მმართველობის გამო, მაგრამ აღიარებენ მის დამსახურებებს სინგაპურის შთამბეჭდავ ეკონომიკურ წინსვლაში.

XS
SM
MD
LG