Accessibility links

უზბეკეთში ელექტორატის 91%-მა მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში


უზბეკეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც ეჭვს არ იწვევს, რომ გამარჯვება ერგება მოქმედ პრეზიდენტს, 77 წლის ისლამ ქარიმოვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 91%-მდე. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირზულუგბეკ აბდუსალომოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებიდან არაფერს იუწყებიან დარღვევების შესახებ. არჩევნების წინასწარ შედეგებს 30 მარტს მოელიან. მოელიან აგრეთვე, რომ ქარიმოვი, რომელიც 20 წელიწადზე მეტი ხანია, უზბეკეთს მართავს, მეოთხე ვადითაც დარჩება პრეზიდენტის პოსტზე. მან, ფაქტიურად, მოუსპო ოპოზიციას არსებობის საშუალება.

XS
SM
MD
LG