Accessibility links

logo-print

პრემიერი შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს დროზე გამოიძიონ ბესო ხარძიანის მკვლელობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას მიმართა და მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ბიზნესმენ ბესო ხარძიანს შაბათს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG