Accessibility links

logo-print

მინდია ჯანელიძე: საიდუმლო თემებზე ღიად ლაპარაკი ქვეყნის უსაფრთხოებას აზიანებს


ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას, რომ, საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს და, შესაბამისად, ვადაც ვერ ამოეწურება.

XS
SM
MD
LG