Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაიმართება „სტრატეგიული დიალოგის“ მესამე შეხვედრა


ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირთან საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ ბრიუსელში 1 აპრილს დაგეგმილი შეხვედრისას მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. დავით კერესელიძის ინფორმაციით, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრეულებებზეც. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები ევროკომისიის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG