Accessibility links

logo-print

ჯეიმს აპატურაი: „არსებითი პაკეტის“ განხორციელება კარგი ტემპით მიმდინარეობს


საქართველოს მიერ ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელება ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინინტერვიუში განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. მისი თქმით, ნატოს ექსპერტები საქართველოს ეხმარებიან წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრის შექმნაში. აპატურაის ინფორმაციით, წელს ზაფხულში საქართველოში დაგეგმილია ერთობლივი სწავლება. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო ყოველთვის ყველაფერს სწრაფად არ აკეთებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის და საქართველოს მთავრობაც სწრაფად და ერთგულად მოქმედებს.

XS
SM
MD
LG