Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 მარტს გამოცხადდება უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები


უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ 30 მარტს გამოაქვეყნებს ქვეყანაში 29 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. გავრცელებული ვარაუდით, პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი მეოთხე ვადით გახდება პრეზიდენტი. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში 77 წლის ქარიმოვმა თითქმის მთელი პილიტიკური ოპოზიცია შეზღუდა. კრიტიკოსების განცხადებით, ეს ბოლო არჩევნებიც ფარსი იყო, რომელშიც ქარიმოვის მეტოქეები მის მიერვე იყვნენ შერჩეულნი და, რეალურად, მისთვის ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. დანარჩენი სამივე კანდიდატი მთავრობის მომხრე პარტიებს წარმოადგენდა. კამპანიის მსვლელობაში კანდიდატები ქარიმოვის პოლიტიკას აქებდნენ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობა 91 პროცენტს გაუტოლდა და საარჩევნო უბნებს არ გაუვრცელებიათ ცნობები რაიმე დარღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG