Accessibility links

logo-print

ერაყში ჩავიდა გაეროს ხელმძღვანელი


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი 30 მარტს ბაღდადში ჩავიდა, პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. ბან კი მუნის პრესმდივანმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ გაეროს ხელმძღვანელი ერაყის ლიდერებს გაეროს მხარდაჭერას აღუთქვამს, ერაყელი ხალხისთვის და მთავრობისთვის რთულ პერიოდში. სააგენტო როიტერსს მოაქვს გაეროს ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვები, რომ ბან კი მუნი ერაყის ლიდერებთან განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ერაყის ძალები ებრძვიან ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს, რომლებმაც შარშან ქვეყნის ჩრდილოეთში და დასავლეთში დაიპყრეს ტერიტორიები. მთავრობის ძალებს ზურგს უმაგრებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო დარტყმები. ბოლო კვირების განმავლობაში ბრძოლა კონცენტრირებულია თიქრითში - ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში.

XS
SM
MD
LG