Accessibility links

logo-print

ეუთო აკრიტიკებს უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებს


ეუთოს დამკვირვებლების განცხადებით, უზბეკეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აკლდა მოქმედი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის მიმართ რეალური ოპოზიცია და აღინიშნა არაერთი კანონდარღვევა თუ საორგანიზაციო ხარვეზი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) დღეს გამოაქვეყნა 29 მარტს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასება. როგორც ვარაუდობენ, ამ არჩევნებით ქარიმოვი მეოთხე ვადით გახდება პრეზიდენტი. უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ 30 მარტს გამოაქვეყნებს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში 77 წლის ქარიმოვმა თითქმის მთელი პილიტიკური ოპოზიცია შეზღუდა. კრიტიკოსების განცხადებით, ეს ბოლო არჩევნებიც ფარსი იყო, რომელშიც ქარიმოვის მეტოქეები მის მიერვე იყვნენ შერჩეულნი და, რეალურად, მისთვის ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. დანარჩენი სამივე კანდიდატი მთავრობის მომხრე პარტიებს წარმოადგენდა. კამპანიის მსვლელობაში კანდიდატები ქარიმოვის პოლიტიკას აქებდნენ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩევლის აქტიურობა 91 პროცენტს გაუტოლდა და საარჩევნო უბნებს არ გაუვრცელებიათ ცნობები რაიმე დარღვევის შესახებ.

XS
SM
MD
LG