Accessibility links

logo-print

გამარჯვების დღის აღსანიშნად მოსკოვს ეწვევა ჩეხეთის პრეზიდენტი


ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა დაადასტურა, რომ აპირებს მოსკოვს ეწვიოს და მონაწილეობა მიიღოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებებში. ზემანმა პრაღაში დაფუძნებულ რადიო „ფრეკვენცე ედნას“ უთხრა, რომ ის პატივს მიაგებს ომში დაღუპული მილიონობით საბჭოთა მოქალაქის ხსოვნას და დასძინა, „ჰიტლერის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის გარეშეო“. 9 მაისს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაიბარებს. ღონისძიების შესახებ გეგმებმა წელს დაძაბულობას მისცა ბიძგი. მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსირებამ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის მთავრობის ძალებს შორის ომმა საერთაშორისო წრეებს მოაგონა ევროპაში მეოცე საუკუნეში მომხდარი, სისხლიანი დაყოფა და აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპაცია ომის შემდგომ პერიოდში. ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარი განაცხადა რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ღონისძიებებს დაესწრებიან, იქნებიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ზემანმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ხელს არ ჩამოართმევს.

XS
SM
MD
LG