Accessibility links

logo-print

ერთი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის არმიის მიერ 30 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში, მიუხედავად ექვსი კვირის წინ მიღწეული საზავო შეთანხმებისა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან. უკრაინის არმიის პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ ამ საათებში ტანკები ან არტილერია არ ყოფილა გამოყენებული. თუმცა, მისი თქმით, ვითარება დაძაბული რჩება მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის, მარიუპოლის სიახლოვეს, დონეცკის პროვინციაში და ლუგანსკის პროვინციის ქალაქ ტრიოხიზბენკაში. ლისენკოს თქმით, ამ ადგილებში სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ დანაყოფებს. 2014 წლის აპრილის შემდეგ 6,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კონფლიქტს მთავრობის ძალებსა და სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG