Accessibility links

რაულ ხაჯიმბა: „გალის რაიონი მთელი აფხაზეთის ბეღლად უნდა იქცეს“


გალის რაიონში მნიშვნელოვანი სახსრები, ასობით მილიონი რუბლი იგზავნება იმისათვის, რათა წყლით მომარაგებისა და გზების პრობლემა მოგვადებს, - აცხადებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის რუსულენოვან სამსახურთან, „ეხო კავკაზასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. სეპარატისტთა ლიდერის თქმით, უახლოეს პერიოდში გალის რაიონი, რომელსაც სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, „მთელი აფხაზეთის ბეღლად უნდა იქცეს“. რაულ ხაჯიმბა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტად გასული წლის 25 აგვისტოს აირჩიეს. ნოემბრის ბოლოს მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ, ევროკავშირმა და აშშ-მა აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.

XS
SM
MD
LG