Accessibility links

logo-print

იემენის დევნილთა ბანაკში დაბომბვისას ათობით ადამიანი დაიღუპა


გაეროს ემიგრაციის სააგენტოს ცნობით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა იემენის ჩრდილო-დასავლეთში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საავიაციო იერიშს. ორგანიზაციის თანახმად ინცინდენტი ჰაჯიას პროვინციაში ალ მაზრაქის ბანაკში მოხდა, სადაც 45 ადამიანი დაიღუპა და 65 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან ქალები, ბავშვები და ბანაკის პერსონალი. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად იასინმა კი განაცხადა, რომ აფეთქება არა ავიაციის იერიშს, რამედ შიიტების დაჯგუფება ჰუთიტების მხრიდან საარტილერიო დაბომბვას მოჰყვა.

XS
SM
MD
LG