Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პირი დაშავდა აშშ-ის უშიშროების სააგენტოზე თავდასხმისას


აშშ-ის უშიშროების ეროვნული სააგენტოს ოფიცერი დაშავდა 30 მარტს, როცა ორი კაცი შეეცადა ავტომანქანა შეეჯახებინა უწყების შტაბბინის შესასვლელისთვის მერილენდის შტატში, ფორტ მიდში. ხელისუფლების განცხადებით, ავტომანქანაში მყოფი ორივე კაცი ქალად იყო გადაცმული. ერთ-ერთი მათგანი უშიშროების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს. მეორე თავდამსხმელი დაჭრეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG