Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი" იწყებს კამპანიას ხადიჯა ისმაილოვას გასათავისუფლებლად


„ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენლები გამოდიან მოწოდებით - დაიწყოს აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის საერთაშორისო კამპანია ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. 30 მარტს „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტ არჩ პადინგტონის ბლოგი გამოქვეყნდა. ის თვლის, რომ უნდა წარიმართოს იმ კამპანიის მსგავსი, რომლის შედეგადაც ეგვიპტის ხელისუფლებამ გაათავისუფლა „ალ-ჯაზირას“ სამი ჟურნალისტი. პადინგტონი თვლის, რომ ისმაილოვასთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს არის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის „სასოწარკვეთილი ქმედება“. არჩ პადინგტონმა განაცხადა, რომ ბრალდებები გამომდინარეობს ხადიჯა ისმაილოვას საგამოძიებო მასალებიდან, რომლებიც ეხებოდა აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის, კერძოდ, ალიევის ოჯახის წევრების კორუმპირებულობას. პადინგტონი თვლის, რომ ალიევის რეჟიმი „“ევდომაიდნის“ საპროტესტო მოძრაობის შედეგად უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნის შემდეგ, პარანოიის მწვავე ფორმას განიცდის“. „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი თვლის, რომ ვაშნგტონის პასუხისმგებლობაა დიპლომატიის გამოყენებით მიაღწიოს ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG