Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან შეთანხმების მიღწევის ვადა იწურება


ირანსა და მსოფლიო ექვსეულს შორის შეთანხმების მიღწევის ვადა 31 მარტს იწურება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა „გარკვეული სინათლე“ მოიტანა, თუმცა, რჩება „რთული საკითხები“. საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს სურთ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილების სანაცვლოდ. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია. მსოფლიოს ექვსეულს სურს, რომ ირანი სულ მცირე ერთი წლით იყოს დაშორებული თუნდაც ერთი ბირთვული იარაღისთვის საკმარისი საწვავის შექმნას.

XS
SM
MD
LG