Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს შეკვეთილ მკვლელობაში


ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი წაუყენეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ შეკვეთილ მკვლელობაში. მანამდე მედია იუწყებოდა, თითქოს, გამოძიება გამორიცხავდა შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და პრიორიტეტულად თვლიდა მკვლელობას „პოლიტიკური ან რელიგიური შურისძიების“ მოტივებით. ბორის ნემცოვის თანამებრძოლებსა და ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ ის ისლამისტმა რადიკალებმა მოკლეს. ოპოზიციონერმა ილია იაშინმა ბორის ნემცოვის მკვლელობას „კრემლის შეკვეთა“ უწოდა. ბორის ნემცოვის უფროსმა შვილმა - ჟანამ განაცხადა, რომ ისლამისტი რადიკალების მიერ მკვლელობის ჩადენის ვერსია მას სასაცილოდ და უაზროდ ეჩვენება. მანვე აღნიშნა, რომ მამამისის მოღვაწეობა „არა ისლამის, არამედ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“ იყო მიმართული. ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი: ზაურ დადაევი, ტამერლამ ესკერხანოვი, რამზატ ბახტაევი, ანზორ და ზაურ გუბაშევები. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

XS
SM
MD
LG