Accessibility links

logo-print

„საქსტატი“: 2,7% შეადგინა იანვარ-თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით წელს თებერვალში 4,9% შეადგინა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა. „საქსტატის“ ცნობითვე, 2015 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც იანგარიშება დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის და ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე. „საქსტატის“ განცხადებით, მსგავსი შეფასება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა და მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად გამოიყენება.

XS
SM
MD
LG