Accessibility links

logo-print

პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება პოლიციიდან დათხოვნილი რუსლან ბაზიაშვილი


ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში დასაკითხად იმყოფება პოლიციიდან ახლახან დათხოვნილი რუსლან ბაზიაშვილი, რომელიც გამომძიებელთა განცხადებით, შსს-ს დაცული ბაზიდან ინფორმაციას გადასცემდა პარლამენტის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძეს. დაკითხვის დაწყებამდე ბაზიაშვილმა არ გამორიცხა, რომ დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ყოფილი პოლიციელის მტკიცებით, თარგამაძეს ინფორმაციას იმ მოტივით აწვდიდა, რომ შსს ბევრ რამეს მალავს და სტატისტიკას აყალბებს. ჟურნალისტების შეკითხვას, შესთავაზა თუ არა გივი თარგამაძემ თანხა ინფორმაციის სანაცვლოდ, რუსლან ბაზიაშვილმა უპასუხა, რომ თანხაზე საუბარი არ ყოფილა. თავად გივი თარგამაძე პროკურატურამ მოწმის სტატუსით გასულ კვირაში დაკითხა.

XS
SM
MD
LG