Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: "ევროპასაც სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული საქართველო"


საქართველოს პარლამენტში გაიმართა ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ტრადიციულ ანგარიშში პრეზიდენტმა მიმოიხილა საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური საკითხები, თავდაცვისა და შეირაღებული ძალების მდგომარეობა და ინსტიტუტების გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების და ინსტიტუციური რეფორმების თემები. მარგველაშვილის თქმით, „ახლა, როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული საქართველო“. საშინაო პოლიტიკაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, რეფორმებს თან ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკაც. "განსაკუთრებით მინდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხებზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით... უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურებში და ამის შემდეგ უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.“ - თქვა მარგველაშვილმა. მის მოხსენებას არ ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მარგველაშვილის გამოსვლას ტელევიზორით მიადევნებდა თვალს.

XS
SM
MD
LG