Accessibility links

logo-print

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" 30-მდე ადამიანი მოკლა


ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 30-მდე სამოქალაქო პირი მოკლა სირიის სოფელზე შეტევისას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო, რომელსაც ლონდონში უდევს ბინა. ამავე ორგანიზაციის თქმით, დღეს ტერორისტებმა ხელში ჩაიგდეს სოფელი მაბუჯა, რომელიც ცენტრალურ სირიაში, ქალაქ ჰამიდან 60 კმ-ში მდებარეობს და ჰომსის პროვინციას ალეპოს პროვინციასთან აკავშირებს. სამეთვალყურეოს ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანის თქმით, დღეს სოფელში შეჭრის შემდეგ, ექსტრემისტებმა ცეცხლი წაუკიდეს და თავი მოჰკვეთეს 30-მდე ადამიანს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. მოკლულთა შორის არიან ალავიტები და ისმაილისტები, შიიტთა წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG