Accessibility links

logo-print

ბირმაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას 65-წლიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ


ბირმის პრეზიდენტი, თეინ სეინი დღეს დაესწრო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის ცერემონიას. იგი მიზნად ისახავს, შეწყდეს შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც უკვე 65 წელზე მეტია გრძელდება სამხრეთ აზიის ამ ქვეყანაში. დღეს შეთანხმებას ხელი მოაწერა ბირმის მთავრობისა და ცეცხლის შეწყვეტის საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელსაც სხვადასხვა ეთნოსის 16-მდე შეიარაღებული დაჯგუფება შეადგენს. გაერომ ამ შეთანხმებას „ისტორიული და მნიშვნელოვანი მიღწევა“ უწოდა. მთავრობასა და საკოორდინაციო ჯგუფს შორის შეხვედრები 2013 წლიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც 2011 წელს ბირმაში დასრულდა 49-წლიანი სამხედრო მმართველობა და ხელისუფლებაში მოვიდა სამოქალაქო ძალა. თუმცა მიღწეული შეთანხმება ჯერ შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერებმა უნდა ცნონ. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკური შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ კონფერენციის შემდეგ. კონფერენციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG