Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ორგანიზაცია "გოლოსს" გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ


რუსეთის პოლიციამ გამოასახლა დამოუკიდებელი საარჩევნო უფლებათა დაცვის ჯგუფის, „გოლოსის“ ადგილობრივი ლიდერი, ლუდმილა კუზმინა. გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, მას ასევე ჩამოართვეს სხვა კუთვნილი უძრავი ქონება. გუშინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კუზმინამ თქვა, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის ამბობს, რომ ქალაქ ვოლგის გამომძიებლებმა მას ბინა დაუკეტეს და მანქანა ჩამოართვეს. პოლიციის განცხადებით, სამსარის რეგიონში არსებული ორგანიზაცია „გოლოსის“ ფილიალს არ გადაუხდია 2 მილიონ რუბლამდე, ანუ 34 500 ამერიკულ დოლარამდე ოდენობის გადასახადები. 2011 წელს ორგანიზაცია „გოლოსმა “პუტინის მთავრობას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში განიცდის მთავრობის მხრიდან ზეწოლას.

XS
SM
MD
LG