Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა


ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მუჰამადუ ბუჰარიმ. არჩევნებამდე ბუჰარის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში ნიგერიელები ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდებოდნენ, რადგან ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ნიგერიაში მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოხდებოდა ძალაუფლების შეცვლა. დღეს მუჰამადუ ბუჰარი მოსახლეობის 75%-მა აირჩია, მილიონნახევარი ადამიანით მეტმა, ვიდრე აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანი. 72 წლის ბუჰარი ყოფილი სამხედრო ლიდერია, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო 1983-1985 წლებში, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ჯონათანი ქვეყანას 2010 წლიდან უძღვებოდა, მაგრამ მას მწვავედ აკრიტიკებდნენ მისი უუნარობის გამო, დაეცვა ნიგერიელები ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამისგან“. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ნიგერიას მიულოცა დიდწილად მშვიდობიანი და მოწესრიგებული არჩევნების ჩატარება. ნიგერია აფრიკის ყველაზე მდიდარი და ხალხმრავალი ქვეყანაა.

XS
SM
MD
LG