Accessibility links

logo-print

ლიდერი გოგოები


რა უშლით ხელს ახალგაზრდა ქალებს, გოგოებს, დაინტერესდნენ პოლიტიკით და როგორ შეიძლება ამაღლდეს გოგონების ცნობიერება - ამ საკითხებს მიეძღვნა თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელპინგ ჰენდის“ მიერ ორგანიზებული ფორუმი, სახელწოდებით „ახალგაზრდა ლიდერი გოგოების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“. ლიდერი გოგონები თავიანთ და სხვა ლიდერი გოგოების გამოცდილებაზე საუბრობენ. სტუმრები: ესმა გუმბერიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „გოგოები -მსოფლიო ლიდერების“ (GLOW) წარმომადგენელი; ანა ღვინიაშვილი - ახალგაზრდა ლიდერ გოგონათა კლუბის წევრი; ლიკა ხარატიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელპინგ ჰენდის'' მოხალისეთა კოორდინატორი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

XS
SM
MD
LG