Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორები სირიას დაჰპირდნენ 3,8 მილიარდი დოლარის დახმარებას


დონორები სირიას დაჰპირდნენ 3,8 მილიარდ დოლარს, ჰუმანიტარული დახმარების სახით. ომით გაჩანაგებული ქვეყნის დახმარებაზე იმსჯელეს დონორთა კონფერენციაზე ქუვეითში. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სირიისათვის ამჯერად დაპირებული თანხა თითქმის იმდენივეა, რამდენიც ფული, რომლის გაღებასაც დონორები დათანხმდნენ წინა ორი კონფერენციის დროს. ქუვეითში სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიაში შექმნილ ვითარებას უწოდა „ჩვენი დროის ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კრიზისი“. სირიაში 200 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ მებრძოლებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის ბრძოლის შედეგად. 11 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად.

XS
SM
MD
LG