Accessibility links

logo-print

ერაყის ჯარები წინ მიიწევენ ქალაქ თიქრითში


ბაღდადის განცხადებით, ერაყის ჯარები ქალაქ თიქრითის ცენტრში შევიდნენ მას შემდეგ, რაც ქალაქის სამხრეთში და დასავლეთში მდებარე რაიონები დაიპყრეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწფოსაგან“. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ 31 მარტს განაცხადა, რომ უშიშროების ძალები წინ მიიწევენ მთელს თიქრითზე კონტროლის დასამყარებლად. ერაყის არმიას და პოლიციას მხარს უჭერენ შეერთებული შტატების ხლმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო დარტყმებით. თიქრითი - ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი - ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის შარშან ივნისში დაიპყრეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში სწრაფი წინსვლის დროს.

XS
SM
MD
LG