Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში სისხლისღვრით დამთავრდა მძევლის გასათავისუფლებელი ოპერაცია


სტამბოლის სასამართლოში სისხლისღვრით დამთავრდა მძევლად აყვანილი პროკურორის გასათავისუფლებელი ოპერაცია. პროკურორი მეჰმეთ სელიმ კირაზი მძიმედ დაიჭრა, ხოლო ორი თავდამსხმელი მოკლულია. პოლიციის ცნობით, პროკურორს ოპერაცია უტარდება. ამავე წყაროს თანახმად, მძევლის გასათავისუფლებელ ოპერაციაზე გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სროლის ხმა გაისმა თავდამსხმელებთან ტელეფონით კომუნიკაციის დროს. პროკურორი მეჰმეთ სელიმ ქირაზი 15 წლის ბერქან ელვანის მკვლელობას იძიებს. ბიჭი 2013 წელს დაიღუპა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაზის ბალონი ესროლა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს. ულტრამემარცხენე დაჯგუფებამ სახელწოდებით „რევოლუციონერი ხალხის განთავისუფლების პარტია“ იკისრა პასუხისმგებლობა პროკურორზე თავდასხმაზე. ეს ორგანიზაცია პოლიციას ადანაშაულებს ელვანის მოკვლაში. ის მოითხოვს, რომ პოლიციელებმა აგონ პასუხი და გაუქმდეს ბრალდებები იმ პირთა მიმართ, ვინც დაესწრო აქციებს ელვანის მოკვლის გასაპროტესტებლად.

XS
SM
MD
LG