Accessibility links

ერაყის მთავრობა იუწყება ექსტრემისტებისაგან თიქრითის უდიდესი ნაწილის გათავისუფლებაზე


ერაყის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალები ებრძვიან ქალაქ თიქრითში დარჩენილ ექსტრემისტებს. თიქრითი ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია, ის ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა სალიმ ალ-ღაბანმა 1 აპრილს განაცხადა, რომ დღეს იქნა გათავისუფლებული თიქრითის უდიდესი ნაწილი და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე საათში დაამყარებენ სრულ კონტროლს ამ ქალაქზე. მთავრობის ჯარები უკვე თვეა, იბრძვიან თიქრითისათვის, რომელიც შარშან ივნისში დაიპყრეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა.

XS
SM
MD
LG