Accessibility links

logo-print

უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის რუსეთისაგან გაზის 250 დოლარად საყიდლად


უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, ვლადიმირ დემჩიშინის განცხადებით, უკრაინა ამჟამად არ ყიდულობს გაზს რუსეთის კომპანია „გაზპრომისაგან“ და ყიდვას განაახლებს, თუ მხარეები შეთანხმდებიან ფასზე - 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 250 დოლარზე. როგორც დემჩიშინმა 1 აპრილს კიევში გამართულ ბრიფინგზე თქვა, უკრაინა მოელის რუსეთთან მემორანდუმის გაფორმებას, 2016 წლის მარტამდე გაზით მომარაგების საკითხის მოსაგვარებლად. მემორანდუმზე ხელის მოწერა, მისი თქმით, მომდევნო ორ კვირაშია მოსალოდნელი. ნათელი არ არის, მისაღებია თუ არა რუსეთისთვის ფასი - 250 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში. "გაზპრომის" განცხადებით, უკრაინა 1000 კუბურ მეტრში 329 დოლარს იხდიდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ ბოლო პერიოდში, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 31 მარტს განაცხადა, რომ ემხრობა შეთანხმების სამი თვით გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG