1 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მან ილაპარაკა სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების დათვლის ახალ, სატესტო სისტემაზე, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდა.