Accessibility links

logo-print

გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე, შესაბამისი ვადის ამოწურვის მიუხედავად


შვეიცარიაში განახლდა ირანისა და მსოფლიო ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც წუხელ გავიდა მათ მიერვე დათქმული ვადა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე ჩარჩო-შეთანხმების მისაღწევად. ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ შემსუბუქდებოდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ჩარჩო-შეთანხმება, თუ მას მიაღწევენ, გზას გაუხსნის წელს, 30 ივნისამდე საბოლოო ხელშეკრულების დადებას. 1 აპრილს ორმხრივი შეხვედრა გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, ხოლო დიპლომატები აცხადებენ, რომ მეტი სამუშაოა დარჩენილი რაიმე განცხადების გაკეთებამდე. ირანის მთავარი მომლაპარაკებელი აბას არაღჩი აცხადებს, რომ დარჩენილია პრობლემები.

XS
SM
MD
LG