Accessibility links

logo-print

რუსეთში პოლიცია შეიჭრა შოკოლადის ქარხანაში, რომელიც პოროშენკოს კომპანიას ეკუთვნის


რუსეთში პოლიცია შეიჭრა შოკოლადის ქარხანაში, რომელიც ეკუთვნის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კომპანია „როშენს“. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ცნობით, დასავლეთში მდებარე ქალაქ ლიპეცკში "როშენის" საწარმოს თანამშრომლები ამბობენ, რომ რუსეთის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის, „ომონის“ მებრძოლები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დილის რვა საათზე ქარხანაში შევიდნენ, ყველა შეკრიბეს სააქტო დარბაზში და დაიწყეს საგამოძიებო ღონისძიებები. გასულ თვეში პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ერევა ლიპეცკის საწარმოს გაყიდვის გეგმაში. მოსკოვსა და კიეს შორის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG